ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლა ეთნოგრაფიული მუზეუმის გასახსნელად ემზადება
10-10-2023

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში,  ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნისთვის დიდი სამზადისია. 

მუზეუმისთვის, მასწავლებელები და მოსწავლეები დიდი ძალისხმევით აგროვებენ ძველებურ ნივთებსა და არტეფაქტებს, რომლებიც დიდი ისტორიის მატარებლები იქნებიან და მნახველთა ყურადღებას მიიპყრობენ

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, თითოეულ ნივთზე ცნობებს აგროვებენ და მათ, დეტალურად შეისწავლიან. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მუზეუმი სკოლის მოსწავლეთა პატრიოტულ აღზრდას მოემსახურება და მათ ღირებულ, მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203