დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლის - ლილია ჰოვჰანნისიანის პერსონალური გამოფენა პარიზში გაიმართა
10-10-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ სასკოლო აქტივობებში, არამედ სხვადასხვა კონკურსსა ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობენ.


ამის მაგალითია სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე - ლილია ჰოვჰანნისიანი, რომელიც შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევა. ის წარმატებით მონაწილეობდა ქართულ-ფრანგული კულტურის დღისადმი მიძღვნილ ახალგაზრდა ხელოვანთა ონლაინ კონკურსში „ქართულ-ფრანგული მეგობრების ხიდი“.

აღსანიშნავია, რომ ქართულ - ფრანგული კულტურის დღეების ფარგლებში, ქართული დელეგაცია პარიზში იმყოფებოდა. დელეგაციის საპატიო წევრი კი მომავალი მხატვარი და უნიჭიერესი ხელოვანი ლილია ჰოვჰანნისიანი გახლდათ.

მეცხრეკლასელის პერსონალური გამოფენა აკადემია „გვირილამ“ წარადგინა პარიზში, სადაც მოსწავლე სერტიფიკატით დაჯილდოვდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას სკოლაში მუდამ მხარს უჭერენ.

ნამუშევრები იხილეთ ბმულზე


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203