„პინოქიო ანბანს ყიდის?!“ - თბილისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელი პერსონაჟის როლი მოირგეს 
10-10-2023

თბილისის N29 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა კრეატიული აზროვნების წარმოჩენასა თუ განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ, რომლებიც ბავშვების ინტერესებსა და სურვილებზეა მორგებული, მათ შორის აღსანიშნავია, მეორეკლასელების აქტივობა - „პინოქიო ანბანს ყიდის?!“

მოსწავლეებმა, იტალიელი მწერლის კარლო კოლოდის ცნობილი გმირის - ხის კაცუნას როლი მოირგეს და რაც მთავარია, შემოქმედებით დავალებას, შესანიშნავად გაართვეს თავი და კარგადაც იმხიარულეს. 

სკოლაში, გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც თავს კომფორტულად, თავისუფლად იგრძნობენ და საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება ექნებათ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203