წყალტუბოს N1 სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გოგნის წმინდა გიორგისა და ცხრაჯვრის ტაძრები მოილოცეს
10-10-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღნიშნეს.

მათ, დირექტორ - ფაქიზო ფანჩულიძესთან ერთად, ამ დღესთან დაკავშირებით, გოგნის წმინდა გიორგის და ცხრაჯვარის წმინდა სალოცავები მოილოცეს. 

„მასწავლებლები წმინდა გიორგის შეევედრნენ, რომ დაიფაროს ჩვენი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და სრულიად საქართველო“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აღნიშნული დღე როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან თბილი და ამაღლებელი იყო.

„მასწავლებლები სულ სხვა ემოციებით დაბრუნდნენ სკოლაში, რომელიც მთელი წელი გაჰყვებათ საგზლად ცხოვრების ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პედაგოგები დირექტორს - ფაქიზო ფანჩულიძეს მადლობას უხდიან, რადგან როგორც თავად აღნიშნავენ, ის ყოველთვის ზრუნავს მასწავლებელთა სულიერ ამაღლებაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203