მოსწავლეთა საზეიმო მიღება ალერტკარის საჯარო სკოლაში
10-10-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას, მათი მოტივაციის გაზრდასა და სასწავლო პროცესის ხალისიანად წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სასწავლო წლის დასაწყისში, სკოლა მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა. ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სასიამოვნოდ აახმაურეს სკოლის ეზო. ღონისძიებაზე, საქართველოს დროშაც აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა, რამაც უფრო ემოციური გახადა დღესასწაული. 

სკოლაში, სწავლება სწორედ, ისეთივე შემართებით მიმდინარეობს, როგორც დაიწყო. 

მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, სამოტივაციო გახდა სკოლის დირექტორის - ნუკრი ბერიშვილის სიტყვით მიმართვა, რომელიც მან, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას წარმოთქვა.

„გილოცავთ ახალი წლის დაწყებას, ეს წელი ყოფილიყოს წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი წელი, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის. ყველანაირად ვეცდებით, პატარებს შევუქმნათ სასიამოვნო და საინტერესო გარემო“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა და გაცემული პირობის შესასრულებლად თავის მაქსიმუმს აკეთებს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203