ბებნისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
10-10-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დემოკრატიულ ღირებულებებს ასწავლიან.
„დემოკრატია იწყება სკოლიდან“ დემოკრატიულ სკოლას კი ქმნის სკოლის თვითმართველობა, სკოლის თვითმართველობის მიზანია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სწორედ ამიტომ, ტრადიციულად, ბებნისის საჯარო სკოლაში დაიწყო მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნებიისათვის მზადება, რომელიც დემოკრატიულად, ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა