„ნაკლები ნარჩენი - მეტი გადამუშავება“ - სამების საჯარო სკოლაში საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი მიმდინარეობს
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამჟამად, სკოლაში მიმდინარეობს პროექტი - „ნაკლები ნარჩენი - მეტი გადამუშავება“.
პროექტი დააფინანსა გარემოსდაცვითი განათლების ფონდმა (FEE). უნდა აღინიშნოს, რომ სამების საჯარო სკოლის პროექტი მთელი მსოფლიოდან საუკეთესო 60 განაცხადს შორის მოხვდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- მინი-კვლევა ცირკულარული ეკონომიკის შესახებ;
- წრიული ეკონომიკის შესახებ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაცნობა და განხილვა;
- თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა: წრიული ეკონომიკის პრინციპების გაცნობა, კომპოსტირებისა და ნარჩენების შესახებ დისკუსია;
- ცირკულარული ეკონომიკის სწავლების ინტეგრირება სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონეზე;
- ბუკლეტების დამზადება და საზოგადოებაში გავრცელება;
- ფერადი ურნების შეძენა ნარჩენების სეპარირებისთვის;
- ბანერის შეკვეთა/დამზადება და ურნებთან განთავსება;
- წალკის წყალსაცავის სანაპიროს დასუფთავება ნარჩენების სეპარირებით.
აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
პროექტის განმახორციელებელი გუნდი - ნაირა დევდარიანი და თეა დადვანი. ენობრივი მხარდაჭერა - სოფიო კევლიშვილი.
იხილეთ ფოტოები: