„გილოცავთ, ლიზი, ნათია, ანუკა! სკოლა ამაყობს თქვენით!“ - მახათაურის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
10-10-2023

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი პორტაბელური კომპიუტერი საზეიმოდ გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება ახარებთ. სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავს და უსუსრვებს ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

„გილოცავთ! ლიზი, ნათია და ანუკა! წარმატებები და წარმატებები! სკოლა ამაყობს თქვენით!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203