გორისის საჯარო სკოლის დირექციამ მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა
10-10-2023
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ღვაწლსა და ქვეყნის საკეთილდღეო საქმეში ჩადებულ შრომას აფასებენ.
პედაგოგებს უდიდესი წვლილი მიუძღვით მომავალი თაობების განვითარებაში, მათ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში, რასაც სკოლის დირექცია აფასებს.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, დირექციის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე. დირექციამ პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა და კიდევ ბევრი წარმატებული თაობის აღზრდა უსურვა.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ზეიმობენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს