„ვულოცავთ, ბექა ძაგანიშვილს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!“ - გალავნის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის სპორტული წარმატებით ამაყობენ
10-10-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია, რომელთა წინსვლა სასკოლო საზოგადოებას განსაკუთრებით ახარებს. 

მათ შორისაა ბექა ძაგანიშვილი, რომელიც წარმატებული სპორტსმენი გახლავთ. 

ახალგაზრდა სპორტსმენმა, ყირგიზეთში მიმდინარე სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„გილოცავთ, ყველა გულშემატკივარს, უფალმა გვიმრავლოს ასეთი საამაყო ახალგაზრდები. გალავნის საჯარო სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203