თბილისის N37 სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ნინი ნაჯარიანი და ლუკა ახალაია კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
09-10-2023
თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნინი ნაჯარიანი და ლუკა ახალაია, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.  

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

„სასკოლო საზოგადოება ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას და უსურვებს საუკეთესო მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203