თბილისის N46 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს
09-10-2023

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ფიქრია გაბრიჭიძის ხელმძღვანელობით, პროექტზე - „სწავლების სხვადასხვა მეთოდები“ იმუშავეს. 

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სწავლების მეთოდების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და კედლის გაზეთიც გამოუშვეს. 

მოსწავლეებმა პროექტს წარმატებით გაართვეს თავი, ცოდნა გაიღრმავეს და ლექსიკური მარაგი  გაიმდიდრეს. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის N46 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203