თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ხორბლის ენდემურ ჯიშებს გაეცნენ
09-10-2023
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოტივაციის ამაღლების მიზნით, პედაგოგები მათ სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებში აქტიურად რთავენ.

ამჯერად, ბავშვები, მასწავლებლის - ირმა მალანიას ხელმძღვანელობით, პურის ფესტივალზე, ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდნენ.

ფესტივალზე ისინი ქართული ხორბლის ენდემურ ჯიშებს გაეცნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„ფესტივალზე გაიმართა ეთნოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა. ვიხილეთ თონეში პურის ცხობის მასტერკლასი და დავაგემოვნეთ ქართული პურისა და ყველის არაერთი სახეობა“, - გვიყვება პედაგოგი ირმა მალანია.

ეს დღე მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი, სახალისო და საინტერესო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი ღონისძიებები და აქტივობები სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას 
ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203