
სპორტი, რომ ჯანმრთელობის საწინდარია, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვის საჯარო სკოლაში კარგად ესმით, ამიტომ მოსწავლეებს არაერთ სპორტულ ღონისძიებას სთავაზობენ და მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას ცდილობენ.
ახლახანს, ორცვის საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო შეჯიბრი - „მხიარული თამაშები“.
მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: