
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტსა თუ აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი „Macmillan Education-ის“ საერთაშორისო პროექტში - „Change Makers“ ჩაერთნენ.
მოსწავლეები, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ონლაინ პრეზენტაციებს გაეცნენ, შექმნეს თავიანთი სუპერგმირები და ონლაინ პლატფორმაზე გააზიარეს.
ბავშვებმა ასევე დაგეგმეს და განახორციელეს გარემოს დასუფთავების აქციები. შერჩეული ადგილი დაასუფთავეს და გარემოს მოფრთხილებისკენ სხვებსაც მოუწოდეს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში ბავშვები დიდი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: