
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ტაკიძე, გამოირჩევა საინტერესო იდეებითა და შემოქმედებითი აზროვნებით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ანა მე-11 კლასის მოსწავლეა, რომელიც არაერთ საინტერესო პროეტში მონაწილეობდა და სკოლას საუკეთესოდ წარადგენდა.
მათ შორისაა მოსწავლეთა 76-ე სასწავლო -კვლევით კონფერენცია.
კონფერენციაზე, მოსწავლე წარდა თემებით : „სახელმწიფოს მმართველთა პირველი ქალბატონები“, რომლის ხელმძღვანელი, პედაგოგი - ნუნუ ტაკიძე გახლდათ და „ჩვენი სოფლის მინერალური წყლები“, რომლის ხელმძღვანელებიც პედაგოგები: ციური ზოიძე და ლეილა ქარცივაძე იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ საინტერესო თემებით, ანა მეორე ტურში გადავიდა.
ასევე, ანა მონაწილეობდა მოსწავლეთა მე-6 სამეცნიერო კონფერენციაში - „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, 2023 წლის 23 აპრილს ჩატარდა.
კონფერენციაზე, მოსწავლემ წარადგინა თემა - „ერაყის ქართველი მამლუქი გამგებლები“, რომელსაც პედაგოგი - ნუნუ ტაკიძე ხელმძღვანელობდა.
ანას, საუკეთესო თემის წარდგენისათვის, ხოლო პედაგოგს საუკეთესო თემის ხელმძღვანელობისთვის ქების სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: