ერკეთის საჯარო სკოლაში, „საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, ვიქტორინა გაიმართა 
09-10-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლა ახორციელებს პროექტს - „საკვირაო სკოლა“, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, პროექტის ფარგლებში, მოეწყო აქტივობა სახელწოდებით - „M&M“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა შემეცნებითი და ცოდნაზე ორიენტირებული იყო. 

ინტერაქციულ რეჟიმში, მოსწავლეებმა ქიმია-ბიოლოგიის სიღრმისეული ცოდნა გამოავლინეს და ერთმანეთს ინტელექტუალურ კონკურსში შეეჯიბრნენ. ბოლოს კი გამარჯვებული გუნდები ჯილდოს მფლობელებიც გახდნენ. 

ცოდნის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის, მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. 

დღე ძალიან სახალისო, საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203