„ჩვენ ვქმნით ღიმილიან მომავალს“ - სენაკის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა სახალისო აქტივობა
09-10-2023

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში, ღიმილის დღესთან დაკავშირებით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობა მოაწყვეს. 

„ჩვენ ვქმნით ღიმილიან მომავალს“ - ასე ერქვა აქტივობას, რომლითაც მოსწავლეებმა ეს დღე აღნიშნეს და დრო სასიამოვნოდ, პოზიტიური განწყობით გაატარეს. 

მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, კლასი ბუშტებით მორთეს, ერთმანეთს სახე მოუხატეს და მრავალფეროვანი წარმოდგენები დადგეს. 

სკოლაში, მოსწავლეთა განწყობასა და პოზიტიური სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

შეგახსენებთ, რომ ღიმილის მსოფლიო დღე ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ პარასკევს აღინიშნება. 

იხილეთ ვიდეო: 


g
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203