
თბილისის №104 საჯარო სკოლა მხარს უჭერს სკოლაში სპორტული ცხოვრების წესის დანერგვას და მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
სკოლის VI და VII კლასების მოსწავლეებმა 1-ელ ოქტომბერს, თბილისობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, სასკოლო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ „მხიარულ სტარტებში“ მიიღეს მონაწილეობა, სადაც 5 თამაშიდან, 4 მოიგეს. სკოლას გადაეცა კალათბურთის და ფეხბურთის ბურთები, ხოლო მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეებსა და ფიზიკური აღზრდის პედაგოგებს - გაიანე ხალხატიანსა და ეკა დავლიანიძეს წარმატებას ულოცავენ.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიღწეულ შედეგს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ, სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის მადლობას ვუხდით სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგებს - გაიანე ხალხატიანს და ეკა დავლიანიძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის VI და VII კლასების მოსწავლეები აქტიურად აგრძელებენ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
4 ოქტომბერს, ევროპის სასკოლო სპორტის დღეს, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო სპორტის ფედერაციის მიერ ჩატარებულ „მხიარულ სტარტებში“.
ღონისძიებაში ჩართული ბავშვები დასაჩუქრდნენ ბრენდირებული მაისურებით, ჩანთებით და სიგელებით, ხოლო სკოლას გადაეცა სპორტული ინვენტარი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლა განაგრძობს სასკოლო სპორტის განვითარების მხარდაჭერას და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
იხილეთ ფოტოები: