
თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო, მათ შორის, სპორტულ შეჯიბრებებში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლა მე-3ა კლასის მოსწავლე ლიკუნა რამაზაშვილმა ასახელა. ის განთქმული ქართველი მწვრთნელის, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელის - ნელი სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა. მოსწავლემ შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინა, ღირსეულად იასპარეზა და რგოლით ცეკვაში პირველი ადგილი დაიკავა.
სკოლაში მისი მიღწევა ახარებთ, ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: