ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სამცხე-ჯავახეთის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
09-10-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
მოსწავლეების განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. ამჯერად, მეცხრეკლასელებმა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე პრეზენტაცია - „სამცხე-ჯავახეთი“ წარადგინეს. მათ თემაზე მონდომებით იმუშავეს, ინფორმაცია მოაგროვეს, დაახარისხეს, გაზეთი დაამზადეს და საინტერესოდ ისაუბრეს.
მათი მასწავლებელი თამილა კობიაშვილია, რომლის ხელმძღვანელობითაც მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.