
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პირველკლასელები ცოდნის სამყაროში პირველ ნაბიჯებს წარმატებით დგამენ. ამაში ლომის წილი კი პედაგოგებს მიუძღვით, რომლებიც მათ სასწავლო მოტივაციაზე ზრუნავენ და პატარებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს, მეთოდებსა თუ სასწავლო რესურსებს სთავაზობენ.
ამჟამად, პირველკლასელები წინასაანბანო პერიოდს გადიან და დავალებებს ბრწყინვალედ უმკლავდებიან.
ზღაპრის - „აპრილიდან აპრილამდე“ მიხედვით Iა კლასის მოსწავლეებმა (ხელ-ი ც. ვარდოსანიძე) შექმნეს კომპლექსური დავალებები.
ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია ზღაპრის მიხედვით შექმნილმა ვიდეოფილმმა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობებით მოსწავლეებს განუვითარდებათ ციფრულ ტექნოლოგიებთან ურთიერთობის, მოსმენილისა თუ ნანახიდან ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხების გამორჩევის, წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარები.
„წარმატებები ჩვენს პირველკლასელებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: