„მე - მასწავლებელი“- მესხეთის საჯარო სკოლაში პედაგოგთა პროფესიული დღე ორიგინალურად აღინიშნა
09-10-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის პედაგოგები თავდაუზოგავად ზრუნავენ იმისთვის, რომ ქვეყანას განათლებული, მოტივირებული და პატრიოტი ახალი თაობა აღუზარდონ.
ამ დროს კი უმნიშვნელოვანესია, რომ სასკოლო საზოგადოება იმ უდიდეს ღვაწლს ხედავს, რაც პედაგოგებს მოსწავლეები წინაშე მიუძღვით. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „მე-მასწავლებელი“ ჩატარდა. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლის როლი, ხოლო სკოლის დირექტორმა - ნაზი სადილიანმა - მოსწავლის როლი მოირგო. აქტივობაში ყველა მონდომებით ჩაერთო, მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს