წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
სკოლაში უდიდესი სიყვარულით მიიღეს ყველაზე პატარები - პირველკლასელები, რომლებსაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.
აღსანიშავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს