
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ აქტიურად მოუწოდებენ და სპორტის სიყვარულს უნერგავენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება ტარდება.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დაჩენილა სასკოლო სპორტის კვირეული. სკოლა მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეულს აქტიურად შეუერთდა.
სკოლაში კვირეულის ფარგლებში ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები ერთმანეთს მკლავჭიდში შეეჯიბრნენ. შეჯიბრი მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: