„მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგების ამპლუაში“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე მოეწყო 
09-10-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღინიშნა. 

5 ოქტომბერს, პედაგოგთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, მოეწყო მასწავლებლის დღე -  „მოსწავლეები დირექციისა და მასწავლებლების ამპლუაში“. 

სკოლის დირექტორის როლი მე-12ა კლასის მოსწავლე მარიამ ვეფხვაძემ მოირგო, სასწავლო ნაწილის მოვალეობა მე-10ბ კლასის მოსწავლე ლუკა ტყაბლაძემ შეასრულა, მოქმედი მასწავლებლების, მანდატურებისა და სკოლის ტექნიკური პერსონალის ფუნქციები კი სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა შეითავსეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ დაკისრებულ მოვალეობას არაჩვეულებრივად გაართვეს თავი და საგაკვეთილო პროცესი შთამბეჭდავად და საინტერესოდ წარმართეს.

დღის ბოლოს კი დირექტორთან და პედაგოგებთან შეხვედრისას ისაუბრეს საკუთარ შთაბეჭდილებებზე და აღნიშნეს, რომ მასწავლებლობა საპასუხისმგებლო, საინტერესო და რთული პროფესიაა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა დააფასოს.

მოსწავლეთა დირექტორობა და მასწავლებლობა დადებითად შეაფასეს სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ და პედაგოგებმა. მათ აღნიშნეს, რომ მომავალი თაობა ქვეყნის იმედი და ხვალინდელი დღეა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203