
თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლა სასწავლო წლის დაწყებას პედაგოგთა წინვლით შეხვდა.
მაია კაკაურიძეს (მათემატიკა), გალინა ქადაგიშვილს (ფიზიკა) და მაკა ჭიაბერაშვილს (ქართული ენა და ლიტერატურა) მიენიჭათ მენტორი მასწავლებლის სტატუსი!
ლია ჩაჩუამ (ქართული ენა და ლიტერატურა), ლია სირაძემ (რუსული ენა), ეთერ ქადაგიშვილმა (ბიოლოგია) და ელენე ხურცილავამ (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
საგნის გამოცდა კი ჩააბარეს და კომპეტენცია დაადასტურეს - გვანცა წიწილაშვილმა (სამოქალაქო განათლება) და მაია უხურგუნაშვილმა (იტალიური ენა).
სკოლაში პედაგოგთა წინსვლა ახარებთ და მათ ნაყოფიერ და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
„თითოეულ მათგანს ვულოცავთ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!“- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.