მატნის N1 სკოლის დირექტორისა და მოსწავლეთა მშობლების დაუვიწყარი სიურპრიზი მასწავლებლებს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლების შრომას, მათ როლს ქვეყნის განვითარების საქმესა და ახალგაზრდების წარმატებული მომავლის ჩამოყალიბებაში, აფასებენ. სასკოლო საზოგადოება რომ იმ უდიდეს ღვაწლს ხედავს, რაც პედაგოგებს მოსწავლეები წინაშე მიუძღვით, ისიც მეტყველებს, რომ სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. საყვარელ პედაგოგებს დირექტორმა, ნელი ტერტერაშვილმა და მოსწავლეთა მშობლებმა ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს.
მათ თითოეულ მასწავლებელს ყვავილები მიართვეს და ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქციეს.
„მე და ჩემი სკოლის მოსწავლეების მშობლებმა ასეთი დილა მოვუწყეთ მასწავლებლებს. ყველა მასწავლებელს გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს“,- წერს სკოლის დირექტორი ნელი ტერტერაშვილი.
იხილეთ ვიდეო: