ვარდისუბნისა და ცოდნისკარის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდის ჰაკათონში გამარჯვებული პროექტი განსახლილველად NASA-ს ოფიციალურ ჟიურის გადაეცა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნისა და ცოდნისკარის საჯარო სკოლების მოსწავლეები, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგ ხათუნა ასანიძის ხელმძღვანელობით, არაერთ მნიშვნელოვანი აქტივობაში ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, ორივე სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 3 გუნდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) მხარდაჭერით გამართულ ყველაზე ფართომასშტაბიან ჰაკათონში - NASA Space Apps Challenge 2023 მონაწილეობდა.
აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორები ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი: „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბი და Zoomout-ი არიან.
ვარდისუბნისა და ცოდნისკარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა გლობალური გამოწვევების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაჭრის გზებზე წარმატებით იმუშავეს. 8 ოქტომბერს კი NASA Space NASA Space Apps Challenge Gurjaani 2023 დახურვის ღონისძიება გაიმართა, გაიმარჯვა ერთ-ერთი გუნდის წარმოდგენილმა პროექტმა, რომელიც NASA-ს ოფიციალურ საერთაშორისო ჟიურის გადაეცა განსახილველად.
გამარჯვებული გუნდის წევრები არიან - ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანამარია ჭაბაშვილი, ალექსანდრე მაისურაძე, ლევანი ტუხაშვილი, ლაზარე გოლობიანი, ნიკა ობოლაძე და ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლე - თიკა ბატიაშვილი.
მასწავლებელი ხათუნა ასანიძე მათი მიღწევით ამაყობს და წინსვლას უსურვებს.
„თითოეული გუნდის წევრი მიიღებს ალტეს უნივერსიტეტისგან საჩუქრად 100-ლარიან ვაუჩერს. ჩემო ნიჭიერო და მიზანდასახულო მოსწავლეებო, ჩემო ტკბილო ბავშვებო, მიყვარხართ უზომოდ! კვალვ წარმატებები და წარმატებები“,- წერს მასწავლებელი.
იხილეთ ფოტოები: