ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
09-10-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლის პედაგოგები თავდაუზოგავად ზრუნავენ იმისთვის, რომ ქვეყანას განათლებული, მოტივირებული და პატრიოტი ახალი თაობა აღუზარდონ.
სკოლაში კი მასწავლებლების შრომას, მათ როლს ქვეყნის განვითარების საქმესა და ახალგაზრდების წარმატებული მომავლის ჩამოყალიბებაში, აფასებენ.
სასკოლო საზოგადოება რომ იმ უდიდეს ღვაწლს ხედავს, რაც პედაგოგებს მოსწავლეები წინაშე მიუძღვით, ისიც მეტყველებს, რომ სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. გაიმართა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე უდიდესი სიყვარულით ჩაერთო, მათ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს