ვარდისუბნის საჯარო სკოლის „წლის პედაგოგი“ ხათუნი ასანიძე საზეიმოდ დაჯილდოვდა 
09-10-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი და სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ხათუნი ასანიძე წლის პედაგოგად დასახელდა.

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „წლის პედაგოგის“ სტატუსის მქონე მასწავლებლების, საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მათ შორის საზეიმოდ დაჯილდოვდა ხათუნი ასანიძე. 

მასწავლებელს ჯილდო ახარებს და სასკოლო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

„2022-23 სასწავლო წელი ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდა, სოფ ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, წლის საუკეთესო პედაგოგად დამასახელა და მუნიციპალიტეტის მერმა  და მისმა გუნდმა საზეიმო საღამო მოგვიწყო, ეს დღე ძალიან სასიხარულოა ჩემთვის მეტი სტიმულის და ახალი იდეების, ახალი ინოვაციური პროექტების განხორციელების ძალას მომცემს.

ბედნიერ მოსწავლეებს, მადლიერ მშობლებს და დაფასებულ მასწავლებლებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მიყვარხართ, ჩემო ნიჭიერო და მიზანდასახულო მოსწავლეებო, ჩემო  ტკბილო ბავშვებო, თითოეული თქვენგანის წარმატება ჩვენი წარმატებაა, რისთვისაც ვიღწვით მთელი სასკოლო საზოგადოება. მიყვარს ჩემი სკოლა“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203