ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე ორიგინალურად მიულოცეს 
09-10-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ორიგინალურად აღნიშნეს და მიულოცეს პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე. 

სააქტო დარბაზში შესულ პედაგოგებს სიურპრიზად დახვდათ ინტელექტუალური თამაშისათვის - „რა, სად, როდის“ მომზადებული დარბაზი. 

ჟიური დაკომპლექტებული იყო XI კლასის მოსწავლეებისგან. სიურპრიზი პედაგოგებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა, თამაშში ჩაერთნენ და მოწაფეებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

 თამაშში მონაწილეობდა პედაგოგების 3 გუნდი. გამარჯვება კი დარჩა „ცოდნის ლამპარს“. 

სკოლის დირექტორი დონარი აბულაძე, მასწავლებლების სახელით მადლობას უხდის მოსწავლეებს ორიგინალური მიულოცვისთვის და პროფესიულ დღესასწაულს ყველა პედაგოგს ულოცავს. 

„მადლობა, მოსწავლეებო ასეთი ორიგინალური და კრეატიული სიურპრიზისთვის. მართლაც განსხვავებული და სასიამოვნო დღე იყო. ჩვეულებრივი, ტრადიციული ღონისძიებებისგან სრულიად განსხვავებული და დასამახსოვრებელი.გილოცავთ, პედაგოგებო თქვენს პროფესიულ დღეს. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ. 

 ვულოცავთ მსოფლიოს პედაგოგებს მათ დღეს. ყველა პედაგოგს ღირსეულად ეტარებინოს ეს საპატიო სახელი“,- აღნიშნავს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203