
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში გოდერძი ჩოხელის დაბადების დღე აღინიშნა.
მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნაირა აფციაურთან ერთად, მოამზადეს ღონისძიება და მსმენელიც მიიპატიჟეს.
მოსწავლეებმა ემოციურად წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის ლექსები და ნაწყვეტები მისი მოთხრობებიდან, ისაუბრეს მწერლის ცხოვრების გზაზე, მის შემოქმედებაზე. ასევე, წარმოადგინეს სპექტაკლი ცნობილი ფილმიდან - „სამოთხის გვრიტები“.
„ვფიქრობ, რომ ათჯერ წაკითხულს ერთხელ ნანახი სჯობს. პერსონაჟების გაცოცხლებამ მოსწავლეები გაახალისა და დააინტერესა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით“, -აღნიშნავს პედაგოგი ნაირა აფციაური.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: