
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლა ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა.
მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული მთელი ქვეყნის მასშტაბით 23 სექტემბერს დაიწყო და 29 სექტემბერს, ევროპის სასკოლო სპორტის დღეს დასრულდა.
სკოლაში კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა, ჩაერთო ყველა, ითამაშეს სკოლაში, შეეჯიბრნენ სხვა სკოლებს და 29 სექტემბერს ერთად დაიწყეს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა.
„ვისწავლოთ გამარჯვება!“- ასეთია ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულის წლევანდელი ლოზუნგი, რომელსაც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იზიარებენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: