ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხისა და ზემოსურების საჯარო სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლებს შორის ურთიერთჩართულობით, პროექტის - „ჩვენ მომავალი მეწარმეები“ ფარგლებში, მოსწავლეები მიზნობრივ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათ ნაბეღლავის ქარხანა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ. გარდა ამისა, ისინი ხიდისთავში, „სკიჯის სახლს“ ეწვივნენ. აღნიშნული პროექტის ავტორი მაია ჩხიკვაძეა.
გასვლითმა აქტივობებმა წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოვდნენ.
„ნაბეღლავის ქარხანაში დავაკვირდით ტექნოლოგიურ პროცესებს, დავათვალიერეთ ქარხანა და ქ-ნი ნანას დახმარებით, გავეცანით არსებულ მიღწევებს, სადაც მოსწავლეებს შესთავაზეს წვენების ნაირსახეობა. „სკიჯის სახლში“ დაკა ბერძენიშვილი საინტერესოდ და ამომწურავად ესაუბრა მოსწავლეებს წარმატებული ბიზნესის გამოწვევებსა და მიღწევებზე, მოსწვლეებმა დააგემოვნეს სკიჯის სახლში დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა ჩირი.
მადლობა დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორს - კახა ჯიქიას, რომელიც დაგვეხმარა ტრანსპორტირებაში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: