იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორმა - ლალი სოხაძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება ლექსით მიულოცა 
15-09-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორი - ლალი სოხაძე არა მხოლოდ წარმატებული ხელმძღვანელი, არამედ შემოქმედი პიროვნებაა, წერს ლექსებს, მისი შთაგონების წყარო კი ხშირად მოსწავლეები არიან. 

სწორედ ლექსით მიულოცა დირექტორმა მომავალ თაობას სასწავლო წლის დაწყება. 

„სამშობლოსთვის უნდა აამღეროთ ქნარი,
იზიაროთ მისი ავდარი და დარი,
მოიაროთ ყველგან მწვერვალი და ბარი,
გლიჯოთ შიშველ ხელით მოდებული „ნარი“
არ გაუღოთ მომხდურს თქვენი გულის კარი,
ვისაც აღარ უნდა ჩვენი მიწა-წყალი,
სულ გახსოვდეთ მუდამ, სამშობლოს გვაქვთ ვალი...
უნდა ზარდოთ ბევრი გოგონა და ვაჟი,
გამოზარდოთ ისე, როგორც ქვაა კაჟის,
ჩაუნერგეთ გულში სიყვარული ვაზის,
სამშობლოზე ნატვრა გქონდეთ მუდამ ლაზის,
სულ უნდა გახსოვდეთ სადღეგრძელო მამის,
არ მოგშლოდეთ ფუძე, სახლისა და კარის,
ძალა მოგცეთ ღმერთმა უღელ შებმულ ხარის,
არ აგვსოდეთ გული სიბოროტით, ჯავრით,
ერთგულებას  მოძმის არ გასვლოდეს ყავლი
მოაფრქვიეთ ირგვლივ სიყვარულის ჭავლი!“

დირექტორი ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვებს სკოლაში დიდი შემართებით, ენთუზიაზმით ხვდება და ახსენებს, თუ როგორი მნიშვნელოვანი პიროვნებაა თითოეული მათგანი. ის თავის მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს და მათ სამშობლოს მიმართ სიყვარულს შთააგონებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203