„ადიქციური ქცევა მოსწავლე-ახალგაზრდებში“- იდუმალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო ლექცია მოისმინეს
09-10-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვება.
არასამთავრობო ორგანიზაცია CENN საქართველოში პროექტს - მასწავლებელთა სამოქალაქო ჩართულობის პროგრამა, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს. სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მიზანია მასწავლებლების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება დემოკრატიული ღირებულებებისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.
მასწავლებელთა სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციამ ყველა ჩართული მუნიციპალიტეტისთვის დააფინანსა პროექტები. მათ შორის ასპინძის მუნიციპალიტეტის ხუთი სკოლის მასწავლებლის - ლალი სოხაძის, ეთერი ჯვარიძის, ლიანა-ირინა დათაშვილის, დიანა ბერიძის, მარინე ზაზაძის პროექტი: ადიქციური ქცევა მოსწავლე-ახალგაზრდებში.
დასკვნითი ღონისძიება, რომელიც აქტიურ ლექციას მოიცავდა, ასპინძის საჯარო სკოლაში ასპინძის, იდუმალის, ხიზაბავრის, ნაქალაქევის, თმოგვის მოსწავლებთან ერთად ჩატარდა. პროექტი ბუკლეტების, პოსტერების, მაისურების დამზადებას მოიცავდა.
ღონისძიებამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა, დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს