კვახჭირის საჯარო სკოლა სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა 
06-10-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ცდილობენ, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესი დაამკვიდრონ. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მათ მონდომებით რთავენ.

ამჯერად, ისინი სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდნენ, რომლის ფარგლებში სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.

ბავშვები ერთმანეთს „მხიარულ სტარტებში“ შეეჯიბრნენ. როგორც პედაგოგი - ავთანდილ რევიშვილი აღნიშნავს, აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203