ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში, კლიმატის კვირეულის ფარგლებში, არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა
06-10-2023
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს, მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სამოქალქო განათლების კლუბი „მოაზროვნე თაობა“ სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კლიმატის კვირეულს გამოეხმაურა. კლუბის წევრები და სკოლის სხვა მოსწავლეები, დირექციის მხარდაჭერით და კათედრების თანამშრომლობით, აღნიშნულ კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ. კვირეულის მიზანი, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, თემში ცნობიერების ამაღლებაა. 

ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა. საკლასო სივრცეში, პედაგოგების დახმარებით, მოსწავლეებს ინფორმაცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, მიაწოდეს. განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნები. განსაკუთრებული ყურადღება მე-17 მიზანზე გამახვილდა, რომელიც უშუალოდ ამ საკითხს ეხება.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პედაგოგებთან და დირექციასთან ერთად, გადაწყვიტეს სტუმრად მიეწვიათ თანატოლები მეგობარი სკოლა - „ანაბასისიდან" და თავიანთი ნამუშევრები მათთვის გაეზიარებინათ. ასევე, მათგან დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.

კვირეულის ფარგლებში, ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური ვიდეორგოლები, რომლებიც შეხვედრაზე უჩვენეს. გარდა ამისა, დაამზადეს ბუკლეტები, რომლებიც, მეგობრებთან ერთად, საზოგადოებაში, ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, გაავრცელეს. 

„დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, დასუფთავების და გამწვანების აქცია. გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა სკოლასთან და ორგანიზაციასთან“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203