
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
კვირეულის დღეები საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები: