ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა წილადების სამყაროში
06-10-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

მოსწავლეებს პროფესიონალი მასწავლებლები მოტივირებასა და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც აღსაზრდელები დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეებმა წილადების სამყაროში „იმოგზაურეს“, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„ახალი სასწავლო წელი დავიწყეთ დიდი მხიარულებით და სიფერადით... ვიმოგზაურეთ წილადების სამყაროში და წილადების ყველაზე ძლიერი მტერიც გამოვავლინეთ. წარმატებული წელი პატარებს“,- ამბობენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203