წევის საჯარო სკოლაში ერთადერთი პირველკლასელი დიდი სიყვარულით მიიღეს
06-10-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, საქართველოს დროშის აღმართვითა და ეროვნული ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო. 

ეს მნიშვნელოვანი დღე სასკოლო საზოგადოებას რესურსცენტრის უფროსმა, კახაბერ კუპატაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

უდიდესი სიყვარულით მიიღეს ერთადერთი პირველკლასელი, რომელსაც კუთვნილი წიგნები და კომპიუტერი გადაეცა. 

„წევის პატარა და კოპწია სკოლას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა რესურსცენტრის უფროსმა, ბატონმა კახაბერ კუპატაძემ. განსაკუთრებით გაახარა და მოეფერა ჩვენს ერთადერთ პირველკლასელ გოგონას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203