„კიდევ ერთი საინტერესო და განსაკუთრებული წელი გვექნება“- მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება იზეიმეს
06-10-2023
აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა. 

სკოლაში მთელი დღე საზეიმო განწყობა სუფევდა, მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

ეს მნიშვნელოვანი დღე სასკოლო საზოგადოებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სკოლის დირექტორმა, ინგა წიგნაძემ მიულოცეს. სკოლაში სახელმწიფო დროშა აღიმართა და საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. უდიდესი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი წიგნები და კომპიუტერები გადაეცათ.

„ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, მთელ სასკოლო საზოგადოებას.
განსაკუთრებულად ვულოცავთ პირველკლასელებს იმ პატარებს, რომლებმაც პირველად შემოაღეს სკოლის კარი. წარმატებებს ვუსურვებთ! ჩვენს მეთორმეტეკლასელებს ვუსურვებთ განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამორჩეულ წელს, მიზნებისაკენ მიმავალ გზაზე გამარჯვებას.
უდიდესი სიყვარულით ვულოცავთ კურსდამთავრებულებს, გაგვახარეს სტუმრობით, მათ გზა დაულოცეს მომავალ თაობას. ჩვენი საამაყო გოგო- ბიჭები შეაღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის კარს და გვჯერა, რომ ქვეყნის საიმედო მომავალს შექმნიან.
სკოლა უამრავი სიახლით ხვდება ამ ლამაზ დასაწყისს და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ერთი საინტერესო და განსაკუთრებული წელი გვექნება ჩვენი სკოლის ისტორიაში. მადლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც გვესტუმრნენ მიულოცეს პატარებს და გაიზიარეს ჩვენი სიხარული“,- წერს სკოლის დირექტორი ინგა წიგნაძე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203