ზესტაფონის N6 სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს საინტერესო ღონისძიებებით შეუერთდა 
06-10-2023

ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში, ევროპის სპორტული კვირეულისადმი მიძღვნილი, მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებები გაიმართა. 

მოსწავლეები სპორტულ აქტივობებში, დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ, მათი ენერგიისა და სპორტისადმი სიყვარულის დამსახურებით, სკოლა სპორტული დღესასწაულებით ფართომასშტაბიანი კამპანიის ღირსეული ნაწილი გახდა. 

სკოლაში, სპორტული დღეები დაუვიწყარი, სამახსოვრო და ძალიან სახალისო აღმოჩნდა, მთელი კვირის მანძილზე, მოსწავლეები გაორმაგებული მოტივაციით მონაწილეობდნენ შეჯიბრებებში და თავიანთ შესაძლებლობებს საუკეთესოდ წარმოაჩენდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203