დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებელს პროფესიული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს
06-10-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით მასწავლებელს - ანნა ქავზინაძეს ლექსები მიუძღვნეს. ბავშვებმა მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა ასე გამოხატეს.

მოსწავლეებმა ასევე ამ პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თავიანთ მასწავლებელთან - ანნა ქავზინაძესთან ერთად ყველა პედაგოგს მიულოცეს ეს დღე.

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:












 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203