„მასწავლებელი შუქი სულისა“- წინუბნის საჯარო სკოლაში პედაგოგთა პროფესიულ დღეს ღონისძიება მიეძღვნა
06-10-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლების შრომას, მათ როლს ქვეყნის განვითარების საქმესა და ახალგაზრდების წარმატებული მომავლის ჩამოყალიბებაში, აფასებენ. 

სასკოლო საზოგადოება რომ იმ უდიდეს ღვაწლს ხედავს, რაც პედაგოგებს მოსწავლეები წინაშე მიუძღვით, ისიც მეტყველებს, რომ სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

გაიმართა ღონისძიება - „მასწავლებელი შუქი სულისა“, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და მისალოცი სიტყვები წარმოთქვეს. 

აღასანიშნავია, რომ წინუბნის საჯარო სკოლის პედაგოგები თავდაუზოგავად ზრუნავენ იმისთვის, რომ ქვეყანას განათლებული, მოტივირებული და პატრიოტი ახალი თაობა აღუზარდონ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203