ფორუმ-თეატრი გაკვეთილზე - ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში ყოველთვის გამორჩეული, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობები იმართება.
ამჯერადაც, მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა ჩართულობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება მოეწყო.
მოსწავლეებმა ფორუმ-თეატრების მეთოდოლოგიით, წონის გამო ბულინგზე ისაუბრეს და ეს პრობლემა საინტერესო კუთხით წარმოაჩინეს. გარდა ამისა, მათ პერფორმანსიც გამართეს, რომელშიც საქართველოს გაერთიანებისა და ევროკავშირში შესვლის იდეა ასახეს.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, საზოგადოებაში ზღვა ემოცია, აღფრთოვანება გამოიწვიეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ევროპის საბჭოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის - „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ფარგლებში, დემოკრატიული სკოლის მნიშვნელოვან პირობას ფორუმ-თეატრების მეთოდოლოგიის დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს. ეს ღონისძიებაც, რომელიც მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა ჩართულობით გაიმართა, სწორედ ამას ემსახურებოდა. მოსწავლეთა მიერ განსახიერებულმა ბულინგის თემამ, ჭარბ წონასთან დაკავშირებით, ზღვა ემოცია და განცდა აღძრა თითოეულ მსმენელში, ხოლო მასწავლებლების პერფომანსმა, რომელიც საქართველოს გაერთიანებისა და ევროკავშირში შესვლის იდეას ემსახურებოდა, აღფრთოვანა ყველა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: