თბილისის N36 საჯარო სკოლაში, სპორტის კვირეულის ფარგლებში, არაერთი აქტივობა მოეწყო
06-10-2023

თბილისის N36 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. პედაგოგთა ხელმძღვანელობით ბავშვები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში სპორტის კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში ბავშვები საინტერესო აქტივობებში დიდი სიხარულით მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა სპორტული შესაძლებლობები „მხიარულ სტარტებში“ გამოავლინეს. აღნიშნული კვირეულის დროს გამართულმა აქტივობებმა მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლა.

შეჯიბრებები მოიცავდა როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ თამაშებს, რამაც მათ თანამშრომლობითი უნარები კიდევ უფრო განუვითარა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203