
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მასწავლებლების ღვაწლს, მათ შრომასა და მოსწავლეების მიმართ გამოჩენილ მზრუნველობას აფასებს.
სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით, რომლის გამგეც ლია რამიშვილია, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებითა და სიყვარულით ჩაერთნენ. მათ პრეზენტაცია - „მასწავლებელი - ცოდნის ნათელით უსწავლელობის დამმარცხებელი“, მოამზადეს და წარადგინეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ გარდაცვლილ მასწავლებლების ხსოვნას პატივი მიაგეს და გარდაცვლილ პედაგოგთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„მემორიალური დაფა დამზადებულია ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ძმების - ჯონი, გოგი, ზურაბ ტრაპაიძეების მიერ. დიდი მადლობა მათ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: