ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლე ქრისტინე ონიანს წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერი გადაეცა
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლე ქრისტინე ონიანი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, დაჯილდოვდა.
მან ლეპტოპი საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის დაიმსახურა. მოსწავლეს საჩუქარი საზეიმოდ დამრიგებელმა - აზა მუკბანიანმა გადასცა. აღსანიშნავია, რომ ქრისტინე ონიანი ნიჭიერი, შრომისმოყვარე, შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული მოსწავლეა.
სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: